კობახიძემ რუსული კანონის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

07.03.23 23:04
კობახიძემ რუსული კანონის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

"ქართული ოცნების" თავმომარის მადლობა დაიმსახურეს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს.

"მადლობა ყველა პარლამენტარს, რომელმაც მუქარის მიუხედავად, მხარი დაუჭირა კანონს" - თქვა მან სპეციალურ ბრიფინგზე. 

კობახიძის მტკიცებით, კანონპროექტის ირგვლივ "რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია": 

ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა, საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე, სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან, ეს ყველაფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე, რაც მარტივად დასრულდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით. თუმცა ხედავთ, არავინ ინტერესდებოდა ამ კანონპროექტის შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული, სიცრუეზე აგებული კამპანია, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი ტყუილია და ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას"- თქვა კობახიძემ. 

 

მსგავსი სიახლეები