სპეცრაზმის მიმართულებით სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს

07.03.23 23:28
სპეცრაზმის მიმართულებით სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს

რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცრაზმის მიმართულებით სავარაუდოდ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. 

შედეგად რამდენიმე ფარი დაიწვა. 

გომელაურის უწყების წარმომადგენლები კი აქციის მონაწილეების მისამართით დიდი რაოდენობით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სამართალდამცავები მათი მიმართულებით, ქვებს ისვრიან, რომელიც ერთ-ერთ გოგოს მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული. 

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, დეპუტატმა ანი წითლიძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ "სუსის ჯგუფები აგურებს ისვრიან სპეცრაზმისკენ და ახდენენ ძალადობის ესკალაციას". 

 

მსგავსი სიახლეები