"რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, შემდეგი საქართველოა" - გონჩარენკო აქციაზე
უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო თბილისში მიმდინარე აქციას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, შემდეგი საქართველოა.
"საპროტესტო აქციები საქართველოში. ხალხი ეწინააღმდეგება კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ", რომელიც პარლამენტმა მიიღო. გამოიცანით რომელ ქვეყანას აქვს მსგავსი დიქტატორის კანონი?
რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, რუსეთმა მოლდოვის საქმეებში ჩარევა გადაწყვიტა. შემდეგი საქართველოა" - წერს გონჩარენკო.