"კანონი არსაიდან არ მოდის თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით" - ზურაბიშვილი

08.03.23 00:33
"კანონი არსაიდან არ მოდის თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით" - ზურაბიშვილი

ეს კანონი არავის სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით. ეს კანონი გასაუქმებელია, არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან მიმართვისას განაცხადა.

არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და კომისიამ კარგად იცის, რა ტიპის კანონია ეს. პირველივე დღიდან, ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება"- თქვა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები