აქციაზე ზურა ჯაფარიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ. ამის შესახებ ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
"ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ", - წერს ხატია დეკანოიძე.
რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გრძელდება. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოცნებამ რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.