აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რკინის ბარიერი მოხსნეს
პარლამენტთან სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ცენტრალური შესასვლელი ჯებირი მოხსნეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში პარლამენტის ცენტრალურ რკინის ჭიშკართან იმყოფებიან. სპეცრაზმი კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის იყენებს.