“სუსის” მიერ დადგმული პროვოკაციაა - "სტრატეგია აღმაშენებელი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

08.03.23 02:00
“სუსის” მიერ დადგმული პროვოკაციაა - "სტრატეგია აღმაშენებელი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს  და სუს-ის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს: 

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს აქციის მონაწილეების მხრიდან იქნა გამოყენებული გაურკვეველი აალებადი ნივთიერება. მსგავსი ქმედება წარმოადგენს “სუსის” მიერ დადგმულ პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევის გამართლებას. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და ემსახურებოდა ქართველი ხალხის აზრის გამოხატვას, რომელსაც არ სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება და რუსული კანონებით ცხოვრება. ხელისუფლებამ გამოიყენა ყოვლად გაუმართლებელი, სასტიკი და არაპროპორციული ძალა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ” - წერია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში. 
 

მსგავსი სიახლეები