საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობას გამოხატვის და შეკრების თავისუფლება უკანონოდ შეზღუდა - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა.
საქართველოს ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი საქართველოს მოსახლეობის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება უკანონოდ შეზღუდა და მშვიდობიანი მიტინგის დაშლისთვის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შეიკრიბნენ რუსული კანონის გასაპროტესტებლად და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდნენ და საქართველოს ევროპული მომავლისათვის საფრთხის შექმნას შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებდნენ.
გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ღირებულება.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა და მისცეს შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით.
#არარუსულკანონს" - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.