"აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს" - იოსელიანი

08.03.23 03:05
"აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს" - იოსელიანი

"აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს" -  სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას; ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას.

7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს, - წერს იოსელიანი. 

მსგავსი სიახლეები