მოუსმინეთ თქვენს ხალხს, ნუ დაანგრევთ თქვენი ქვეყნის მომავალს - რასა იუნკევიჩი "ოცნებას"

08.03.23 08:53
მოუსმინეთ თქვენს ხალხს, ნუ დაანგრევთ თქვენი ქვეყნის მომავალს - რასა იუნკევიჩი "ოცნებას"

გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს ევროპარლამენტარი რასა იუნკევიჩი "ტვიტერზე" ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საკუთარ ხალხს მოუსმინოს და ქვეყნის მომავალს ნუ დაანგრევს.

ჩემი მოწოდებაა ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკოსის მიმართ საქართველოში - განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის - გთხოვთ მოუსმინოთ თქვენს ხალხს, ნუ დაანგრევთ თქვენი ქვეყნის მომავალს, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშალა, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.   მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ  წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები