7 მარტის უმძიმესი ღამე - პოლიციის იზოლატორებში 100 -ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი

08.03.23 11:16
7 მარტის უმძიმესი ღამე - პოლიციის იზოლატორებში 100 -ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი

7 მარტის უმძიმესი ღამე თბილისში და პროდასავლური აქციის დარბევა - დაშავებულია და დაკავებულია ათობით მოქალაქე.  წინასწარი ინფორმაციით, პოლიციის იზოლატორებში 100 -ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაპატიმრებულთა რიცხვს ამ დრომდე არ ამხელს.  ოპოზიციის ლი-დერს  წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილობლობას ედავებიან.

ირკევავა, რომ ნაცემია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. ფიზიკურად იძალადეს ნიკა ლოასიაშვილზეც. მათ პოლიცია დაკავების მომენტში გაუსწორდნენ. 

დაკავებულია ქუთაისის საკრებულოს წევრი კახა გაბუნია, ირაკლი კვარაცხელია, გიორგი მუმლაძე, გიორგი ლიფონავა. 

დიღმის სამმართველოსთან დილიდან საპატრულო ეკიპაჟების შემოდინება არ წყდება. ადგილზე აქცია დაკავებული პოლიტიკოსები და მშვიდობიანი მოქალაქეები მიჰყავთ. 

პოლიციის შენობასთან იმყოფებიან ის სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც წუხელ დაკავებების სერიას გადაურჩნენ. ისინი ამბობენ, რომ დღეს საპროტესტო აქციაზე კიდევ უფრო გამოვლენ.

აქციები იქნება, დღეს უფრო მეტი ხალხი გამოვა და მშვიდობიანად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას, - ამბოენ აქტივისტები. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშალა, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.   მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ  წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები