ვეძახი იმათ, ვისაც უნდა, დაუდგეს ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით - ვასაძის მიმართვა

10.05.21 15:12
ვეძახი იმათ, ვისაც უნდა, დაუდგეს ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით - ვასაძის მიმართვა

ყველას გეძახით ოჯახებით,  ვეძახი ყველას, გვარებს, პატრიარქის ნათლულებს, - ლევან ვასაძე 16 მაისს აქციასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ვასაძე ქაშუეთის ტაძრის უკან ეპატიჟება უყველას "ვისაც მისი პოლიტიკური მიზნები აინტერესებს და ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ მოსწონს". 

 ყველას გეძახით ოჯახებით,  ვეძახი ყველას, გვარებს, პატრიარქის ნათლულებს, იმ 45 ათასი ნათლულის ოჯახს, ვისაც მოსწყინდა ამ ქვეყანაში, სადაც მათ ნათლიას შეურაცხყოფენ და სახელმწიფო ვერაფერს აკეთებს. ვეძახი იმათ, ვისაც უნდა დაუდგეს ნამდვილ კაცებს და ქალებს გვერდით. რაღაცა ჩადოს და რაღაცა გაიღოს საერთო საქმეში...

ჩემი ოცნებაა, ქვეყანა გავამთლიანოთ, გადავარჩინოთ, ღირსეული ოჯახების ადგილი გავხადოთ, მერე თუ ამას მივაღწევთ და უფალი ინებებს, იქნებ  გამეშვას და სადმე ჩემს სოფელში, გურიაში, სოფელში დავსახლდები. გამდიდრება რომ ყოფილიყო ჩემი მიზანი, ამას არ ვიზამდი...

გელოდებით 16 მაისს ყველას, გადავარჩინოთ ერთად ჩვენი ქვეყანა. ერთობით, რაობითა და იმედით - ამბობს ბიზნესმენი ვიდეომიმართვაში. 

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება 6 მაისს გააკეთა. 

მსგავსი სიახლეები