თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავის სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან - კობახიძე
7 მარტის უმძმესი ღამის შემდეგ ირაკლი კობახიძე ისევ ირწმუნება, რომ რუსული კანონი უწყინარია და ის მიზნად მხოლოდ არასამთავრობოების ფინანსურ გამჭვირვალობას ისახავს.
ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თავს ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" და არასამტავრობოებს ესხმის. მისი თქმით, თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავის სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ტავიდან ბევრ ტკივილს აიცილებდა.
კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ორ საკითხზე, რომელიც უკანასკნელ დღეებში რადიკალების მიერ გაშლილი კამპანია იყო აგებული. ეს არის არასამტავრობო ორგანიზაციების უცხოური გავლენების აგენტებად მოხსენიება და საქართელოს ერვოპული მომავალი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას. კანონპროექტი აზუსტებს მხოლოდ იმას, თუ ვისი კეთუილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნების და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები - ქართველი ხალხის თუ უცხოური ძალის.
რაც შეეხება "ჯაშუშის" და არა უცხოური გვალენის აგენტის იარლიყის მიწებებას, გვინდა შეგახსენოთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების 20% ჩააბარა და შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელი მოუწერა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოიხსნიებს "ქართულ ოცნებას" პრორუსულ ძალად. ამ იარლიყს გვაწებებდნენ ისინი, როდესაც ევროკავშირტან ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს, ხელს ვაწერდით თავისუფალი ვაჭორობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გავაფართოვეთ თანამშრომლობა ნატოსთან.
ჩვენ არ გვახსენდება არასამთავრობოების და სხვა სუბიექტების მღელვარება, როდესაც რადიკლაური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწებების დაგმობა და 'ქართული ოცნების" წარმომადგენლების სედარება სანხრო ახმეტელტან და ტიციან ტაბიძესთან. სამწუხაროდ, დღეს კონკრეტული ძალები სანდრო ახმეტელს ად ტიციან ტაბიძეს გიგა მქარაშვილს და ბაია პატარაიას, რომლებიც თავისი არსით ჩვენი წინაპრების სრული ანტიპოდები არიან. თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავის სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან, - თქვა კობახიძემ.