საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს საქართველოში ექსტრემისტულ ჯგუფებს - კობახიძე ისევ რუსულ კანონს იცავს
7 მარტის უმძიმესი ღამის და მშვიდობიან მოქალაქეების პროტესტის შემდეგ ირაკლი კობახიძე ისევ რუსულ კანონს იცავს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თავს სამოქალაქო აქტივისტებს ესხმის და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ვინ აფინანსებს "სირცხვილიას", "დროას" და მსგავს "ექსტრემისტულ" ორგანიზაციებს.
საბოლოოდ, ვნებათღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამტავრობო როგანიზაცეიბის ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი უზრუნველყოფს. საზოაგდოებას ზუსტად ეცოდინება ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს "სირცხვილიას', "დროას" და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხხება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა, - ტქვა კობახიძემ.