მაიდანმა უკრაინას ომი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა, ეს უნდათ ჩვენ ქვეყანაშიც რადიკალებს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოში ვიოლა ფონ კრამონის მხარდაჭერილ რადიკალებს ქვეყანში იმის გამეორება უნდათ, რაც მაიდანმა უკრაინას მოუტანა.
რაც შეეხება მაიდანს. რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას - მეორე წელსვე ჰქონდა უკრაინას ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი და ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დროს არის. მთლიანობაში, ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომელსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონ, - თქვა დღეს საგანგებო ბრიფინგზე კობახიძემ.