სააკაშვილი, ბოკერია, ვაშაძე, ჯაფარიძე, ხაბეიშვილი თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები და გიგლა ბერბიჭაშვილები არიან - კობახიძე
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციის ლიდერებს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებსა და გიგლა ბერბიჭაშვილებს უწოდებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან.
თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებსა და გიგლა ბერბიჭაშვილებში: მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში"