პარლამენტთან აქცია დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული - საკანონმდებლო ორგანოს პოლიცია აკონტროლებს
რუსთაველის გამზირზე ხალხიი შეკრებას დღეს 15:00 საათიდან დაიწყებს. პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში იგეგმება, ვიდრე "ქართული ოცნება" რუსულ კანონს არ გაიწვევს.
პარლამენტის შენობას ამ დროისათის ისევ სამართალდამცველები აკონტროლებენ. მომიტინგეების ჩამოხსნილი რკინის ბარიკადები ისევ აღმართულია. საკანონმდებლო ორგანოს კედლებზე პროტესტის კვალი ახლაც ეტყობა. „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“ - აწერია საქართველოს პარლამენტსს საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები გამთენიისას, ხუუთ საათზე გაიყვანეს.
ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოდან საგამოძიებო უწყების წარომადგენლებმა ნივთმტკიცებულებები გამოიტანეს. ერთ-ერთი მათგანი ადასტურებს, რომ დილით ადგილზე სგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშალა, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ.