ხელისუფლებამ ლეგიტიმურობის ტესტი ვერ ჩააბარა - დაუშვილი

08.03.23 12:18
ხელისუფლებამ ლეგიტიმურობის ტესტი ვერ ჩააბარა - დაუშვილი

პარტია "საქარტელოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს,რ ომ გუშნდელი სეკრების დროს ხელისუფლებამ ლეგიტიმურობის ტესტი ვერ ჩააბარა. ოპოზიციის წევრის თქმით, 7 მარტს გამართულ აქციაზე მომიტინგეების დაშლის საფუძველი არ არსებობდა.

გუშინდელი შეკრების დროს სახელმწიფომ ვერ ჩააბარა მტავარი ტესტი, ეს არის ლეგიტიმურობის ტესტი. გუშინდელი შეკრება იყო აბსოლუტურად მართლზომიერი, იყო კანონიერი და იყო აბსოლუტურად გულწრფელი პროტესტი. არავითარი დაშლის საფუძველი, რომელიც დაიწყო ხელისუფლებამ, ისე, რომ მათ ამის საფუძველი არ ჰქონდათ, აქედან გამომმდინარე, მათ არ ჰქონდათ ლეგიტიმური საფუძველ, რომ დაეწყოთ გუშინდელი აქციის დაშლა. რადგაან ლეგიტიმური არ იყო ეს დაშლა, შესაბამისად, ვერ პროპორციული ვერ იქნებოდა, - თქვა დაუშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშალა, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.   მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ  წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები