მშვიდობიანი პროტესტისადმი პასუხს ხელისუფლება ისევ რუსული „შპარგალკიდან“ იწერს - "სირცხვილია"

08.03.23 12:30
მშვიდობიანი პროტესტისადმი პასუხს ხელისუფლება ისევ რუსული „შპარგალკიდან“ იწერს - "სირცხვილია"

მშვიდობიანი პროტესტისადმი პასუხს ხელისუფლება ისევ რუსული „შპარგალკიდან“ იწერს - "სირცხვილია" გუშინ ხელისუფლების ძალაოდბრივ ქმედებებს და ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს.

მოძრაობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ევროპული ღირებულებებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. 

9 აპრილის გმირებს გაუჭირდებოდათ იმის დაჯერება, რომ გავიდოდა დრო და რუსული ნიჩბით ქვეყნის ფესვების მოთხრას საქართველოს არჩეული მთავრობა დაიწყებდა. 
და აი, ჩვენ აქ ვართ, რუსთაველზე, რათა პატივი მივაგოთ თითოეული ადამიანის ძალისხმევას, ვინც ჩვენი ქვეყანა ჩვენამდე მოიყვანა და ჩაგვაბარა. 
ჩვენ ისევ აქ ვდგავართ და დილიდან საღამომდე ვიცავთ საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას, დაიკავოს კუთვნილი ადგილი ევროპული სახელმწიფოების ოჯახში. 
გუშინ ჩვენი ბრძოლის სათავეში არ ყოფილა არცერთი პარტია, ორგანიზაცია თუ ჯგუფი. ეს იყო შეკრება, რომელიც ხალხის მიერ ხალხისთვის გაიმართა. გუშინ ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა. 
ჩვენ ვაპროტესტებთ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალი ქვეყნისთვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცევა.  
მშვიდობიანი პროტესტისადმი პასუხს ხელისუფლება ისევ რუსული „შპარგალკიდან“ იწერს: ძალადობა, გაზი, ჭავლი, ტყუილი, ცილისწამება, დაკავებები...
თუმცა ჩვენ ვიდგებით იქ სადაც დგას ქართველი, ისევ უთანასწორო ბრძოლაში. 
ისევ თავისუფლებისთვის. 
დღეს. ხვალ. ზეგ. 
ყველგან. ყოველთვის. უპირობოდ.  
გმადლობთ პატივისთვის, რომ ვართ ერთად ამ ისტორიულ ბრძოლაში. თქვენთან ერთად. 
არა რუსულ რეჟიმს! 
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!, - წერს "სირცხვილია". 

მსგავსი სიახლეები