"პატივი ეცით ხალხის მშვიდობიან პროტესტს" - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები "ოცნებას"

08.03.23 12:36
"პატივი ეცით ხალხის მშვიდობიან პროტესტს" - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები "ოცნებას"

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის, საგარეო საქმეთა მინისტრები "ქართული ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

უცხოელი მაღალჩინოსნები პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს და ის ძირს გამოუთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და ნატოსკენ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას.",- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშალა, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.   მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ  წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ.  

მსგავსი სიახლეები