"სახეში და თავში ხელკეტებს ურტყამდნენ" - ზურა ჯაფარიძე ნაცემია

08.03.23 13:34
"სახეში და თავში ხელკეტებს ურტყამდნენ" - ზურა ჯაფარიძე ნაცემია

აქციის დაკავებული მონაწილეები სასტიკად ნაცემები არიან. " გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს დაკავების მომენტში თავში ხელკეტები  ურტყეს. 

ჯაფარიძე დიღმის სამმართველოში მედიკოსების შესვლას ითხოვს, თუმცა მას უარს ეუბნებიან და მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს აძლევენ. 

სასტიკად არის ნაცემი "გირჩის" კიდევ რთი წევრი ნიკა მოსიაშვილი. მას სხეულზე წიწაკის სპრეი აქვს შესხმული. 

ძირითადად ურტყამდნენ სახეში და თავში, ურტყამდნენ წიხლებს, მუშტს და ხელკეტებს. აშკარად შესამჩნევი დაზიანება აქვს თავზე და ყბის არეში აქვს კიდევ ძლიერი ტკივილები. გაფრთხილება იყო, თუ არ გაჩუმდები, ლაპარაკს გააგრძელებ გავაგრძელებთ შენს ცემას. ნიკა მოსიაშვილს ასევე ხელზე და მთელ ტანზე წიწაკის სპრეი, ამას სჭირდება სპეციალური ჩარევა, მოშორება. მედპუნტქში შეჰყავთ, მაგრამ ეუბნებიან, რომ არ გავქვს საშუალება, რითაც უნდა მოგაშოროთ, - ამბობს ინტერესების დამცველი.

თბილისის იზოლატორები კი გადავსებულია. აქციაზე დაკავებულები ქუთაისში, დუშეთში, გორში და ხაშურში წაიყვანეს.  პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაპატიმრებულების ნაწილი ამ დრომდე პოლიციის მანქანებში ჰყავთ.

ადვოკატები ამბობენ, რომ ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფელს შსს მალავს. 

მსგავსი სიახლეები