როგორი იქნება სამოქმედო გეგმა - ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

08.03.23 13:51
როგორი იქნება სამოქმედო გეგმა - ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

ოპოზიცია პარლამენტში კონსულტაციებს  იწყებს. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკვე იკრიბებიან. "ოცნების" ოპონენტები სამოქმედო გეგმაზე შეჯერდებიან.

ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ დეპუტატები დარწმუნდნენ, რომ ბრძოლა მძიმე იქნება. 

მე ვერანაირი პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ კობახიძეს ან ბიძინა ივანიშვილს გააზრებული აქვთ რა მძიმე მდგომარეობაში არიან თვითონ, იმიტომ, რომ დღევანდელი კობახიძის განცხადებები, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო პროპაგანდისტული და პრინციპსი, ასე უტიფრად გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს ნაცარი შეაყარონ თვალებში, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ტყუილს საუბრობდა. ჩვენ ხომ გვესმის, რომ ამაზე ჩვენი პარტნიორები გვესაუბრებოდნენ ძალიან დიდი ხანი და გუშინ საელჩოს განცხადების შემდეგ საერთოდ წითელი ხაზია გადაკვეთილი, რომ ის არის რუსული, კრემლის მიერ ინსპირირებული კანონი , ამიტომ მე აღარც ვუყურებ სერიოზულად "ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, - ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები