"აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები" - დასუფთავების სამსახური აქციის მონაწილეთა წარწერებს შლის

08.03.23 13:55
"აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები" - დასუფთავების სამსახური აქციის მონაწილეთა წარწერებს შლის

"აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები" - პარლამენტის შენობაზე გაკეტებულ საპროტესტო წარწერებს შლიან. ადამიანები, რომლებიც პარლამენტს ასუფთავებდნენ და შენობის კედლებიდან გუშინდელი პროტესტის კვალს შლიდნენ, მედიის გამოჩენისთანავე ადგილიდან გაიქცნენ. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშალა, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ.   მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ  წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ.

მსგავსი სიახლეები