საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს - კარასინი ბორელზე
ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს - ამის შესახებ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
"ბორელი დააშოშმინეთ, გთხოვთ! ისევ თავისი ჭკუის დარიგებებით ეტენება, ამჯერად საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს. ეს უკვე სცილდება წესიერების საზღვრებს!"- განაცხადა კარასინმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა რუსულმა კანონმა "შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს საქართველო-EU-ის ურთიერთობებზე".