გამოდი ღირსების დასაცავად! - სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მიდიან
"გამოდი ღირსების დასაცავად და უარი უთხარი რუსულ კანონს!" - მოქალაქეეები ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. პარლამენტის შენობის წინ სტუდენტები მსვლელობით და ტრანსფარანტებით სხვადასახვა ლოკაციიდან მიდიან. სტუდენტების მსვლელობას ხალხი ტაშით აცილებს.
მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტები ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდნენ. ახალგაზრდებმა მას საკუთარი პოზიცია გააცნეს. შეხვედრას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ახალგაზრდებს აზრს იზიარებდნენ.
ჩვენ სტუდენტრუი წლების გატარება მოგვიწია იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, რომ გამხდარიყო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. იის მსხვერპლი, რომელიც წინა თაობებმა გაიღეს, სწორედ ამ შანსს ემსახურებოდა. დრეს ვხედავთ, რომ ე.წ. რუსული კანონით ამ შესაძლებლობას პირდაპირ ემუქრება საფრთხე, - განაცხადეს სტუდენტებმა.
წუთი წუთზე საკანონმდებლო ორგანოსთან გამოჩნდებაინ ოპოზიციონერი პოლლიტიკოსები.
პარალელურად, ცენტრალურ გამზირზე აქციის ჩასატარებლად ემზადებიან პუტინისტური ჯგუფებიც. მათ კონტრაქციის მოწყობა ჯვრის დაცვის მოტივით უნდათ.