პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩაში აკავებს - პირველების" ინფორმაციით, დაპატიმრებულია უკრაინაში მებრძოლი თორნიკე ანდღულაძე

08.03.23 15:06
პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩაში აკავებს - პირველების" ინფორმაციით, დაპატიმრებულია უკრაინაში მებრძოლი თორნიკე ანდღულაძე

პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩა- ქუჩა დასდევს და ხელბორკილებს ადებს - "პირველების" ინფორმაციით, დაპატიმრებულებს შორისა უკრაინაში მებრძოლი თორნიკე ანდღულაძე.

"ტვ პირველისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ის თაბუკაშვილის პოლიციაშია გადაყვანილი. ქართველი მებრძოლი ქუჩიდან აიყვენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ არ ამბობს რა მუხლით დაიწყო ძიება ანდღულაძის წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, ის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული. 

ამის პარალელურად წინასწარი დაკავების იზოლატორები გადავსებულია. ყველაზე მეტი ადამიანი დიღმის სამმართველოში ჰყავთ მოთავსებული.

მომიტინგეების სანახავად ცოტახნის წინ შევიდნენ საიას იურისტები.