პოლიცია აქციის მონაწილეებს სახლში უვარდება და იპარავს - ლევან ხაბეიშვილი

08.03.23 15:22
პოლიცია აქციის მონაწილეებს სახლში უვარდება და იპარავს - ლევან ხაბეიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ პოლიცია ანტირუსული აქციის მონაწილეებს "იპარავს". 

ლევან ხაბეიშვილი დაზარალებულებს დახმარებას ჰპირდება: 

ეს არის სადამსჯელო ღონისძიება. ადამიანი, რომელიც ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა, ფაქტობრივად მოიპარეს. მათ შორის მაქვს ინფორმაცია, რომ უვარდებიან სახლებში. ყველამ იცოდეს, რომ ყველა მათგანს დავიცავთ. არ შეგეშინდეთ რეპრესიების. პუტინისტებს აუცილებლად დავამარცხებთ. ყველა ადამიანს, ვისაც ექნება სამართლებრივი და ჯანმრთელობის პრობლემა, მზად ვართ, თითოეულ მათგანს დავუდგეთ გვერდით" - აღნიშნა ლევან ხებეიშვილმა. 

დღეს დილიდან ვრცელცდება ინფორმაცია, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩა- ქუჩა დასდევს და ხელბორკილებს ადებს - "პირველების" ინფორმაციით, დაპატიმრებულებს შორისა უკრაინაში მებრძოლი თორნიკე ანდღულაძე.