კოორდინირებულ მოქმედებაზე შევთანხმდით - ოპოზიციის კონსულტაციები დასრულდა

08.03.23 15:54
კოორდინირებულ მოქმედებაზე შევთანხმდით - ოპოზიციის კონსულტაციები დასრულდა

პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ოპოზიციამ იმსჯელა, რა საერთო მოთხოვნა წაუყენოს მმართველ პარტიას და როგორ აიძულოს გაიწვიონ რუსული კანონი პარლამენტიდან.

სხდომას   საპარლამენტო ოპოზიცია, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით ესწრებოდა, თუმცა მოლაპარაკებაზე არ იყო ალეკო ელისაშვილი.

შეხვერიდან გამოსული ქალი დეპუტატები ამბობენ, რომ ქალების მარშს შეუერთდებიან.

გარდა ამისა, ოპოზიცია დღეს კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდა. ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლებას ერთობლივს მოთხოვნებს წაუყენებენ. ისნი მრავალფეროვან გეგმაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შეხვედრებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც გამართავენ.

პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ეს იყო, დღეს, დაუყოვნებლივ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია ძალიან სერიოზული, მათ შორის, სხვადასხვა მიმართულებებით. მეორე, ეს არის კოორდინირებული მოქმედება, მათ შორის, როგორი იქნება საპარლამენტო ოპოზიციის და ზოგადად, კოორდინაცია მთელ ოპოზიციასთან და მესამე, შევუერთდებით ყველა პროტესტს, რომელიც დრეს არის დაგეგმილი. ახლა ქალები მარში იწყება, ქალებს საპროტესტო მსვლელობა იწყება და ასევე, სარამოს არის აქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააპროტესტებენ რუსულ კანონს, ამიტმ ყველა საპროტესტო მუხტი უნდა იყოს გამოყენებული, - ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.