ნადიმ ხმალაძე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა

08.03.23 15:49
ნადიმ ხმალაძე დააკავეს - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა

დავით ქაცარავას ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე დააკავეს. 

როგორც ქაცავარა სოციალურ ქსელში წერს, ხმალაძეს ტელეფონი გაათიშინეს და კონტაქტზე შესაბამისად ვეღარ გამოდის.

"როგორც ამ წუთას გავიგე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ დააკავეს ნადიმ ხმალაძე! 
არა დემონსტრაციის დროს, არამედ ნახევარი საათის წინ, ფაქტობრივად ეხლა! 

ტელეფონი გაათიშინეს და კონტაქტზე შესაბამისად ვეღარ გამოდის. 

რა ხდება ბატონებო, რეპრესიებზე და დაშინებაზე გადახვედით ისევ? 

მისამართი შეგეშალათ. 

ძალიან ბევრი რამე შეგეშალათ", - წერს დავით ქაცარავა.