ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, მათ ღირებულებები არ აქვთ - კალაძე ოპოზიციაზე

08.03.23 16:03
ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, მათ ღირებულებები არ აქვთ - კალაძე ოპოზიციაზე

კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს ღირებულებს უწუნებს და ამბობს, რომ "ევროპა მათთვის მხოლოდ შოპინგია". დედაქალაქის მერს  ოპოზიციის წევრების ის სტატუსები აღიაზიანებს,  სადაც ისინი კალაძეს ეკითხებიან, კარგია თუ არა ევროპაში შოპინგი.

ბოლო დღეების განმავლობაში ოპონენტების მხრიდან მხვდება ხოლმე სტატუსები, წერენ ხოლმე: "კახა, კარგია შოპინგი ევროპაში?" და ა.შ. აღარ შევალ სიღრმეებში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს, მე ოპონენტები მყავს მხედველობაში, ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ. რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამაიანებს ღირებულებები არ აქვთ, - თქვა კალაძემ.