"არა რუსულ კანონს!“ - დედაქალაქის პარალელურად აქცია ბათუმშიც იმართება

08.03.23 19:34
"არა რუსულ კანონს!“ - დედაქალაქის პარალელურად აქცია ბათუმშიც იმართება

"არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. ევროპის მოედანზე სტუდენტები, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაცოების წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. 

აქციის მონაწილეები რუსულ კანონს აპროტესტებენ. აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ევროპულ არჩევანს არ დათმობენ. 


ბათუმში დღეს ქალთა საპროტესტო მარშიც გაიმართა. მარშის ლოზუნგი იყო "არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს".