„თსუ-ს არჩევანი ევროპაა" - ჯაბა სამუშია

08.03.23 19:46
„თსუ-ს არჩევანი ევროპაა"  - ჯაბა სამუშია

„თსუ-ს არჩევანი ევროპაა" - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია სოციალურ ქსელში წერს. 

თსუ-ს რექტორი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის საკითხზე უახლოეს დღეებში ფიქრობს სტუდენტებთან შეხვედრას.

„თსუ-ს არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ს რექტორს მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ", - წერს სამუშია.