"არა რუსეთს, წინ ევროპისკენ"- პარლამენტთან ქვეყნის ახალი ისტორია იწერება

08.03.23 19:59
"არა რუსეთს, წინ ევროპისკენ"- პარლამენტთან ქვეყნის ახალი ისტორია იწერება

2023 წლის 8 მარტი, რუსთაველის გამზირი - დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ქვეყნის ახალი ისტორია იწერება.

პარლამენტის შენობასთან დგას ყველა თაობის, ყველა პროფესიის და პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.

ყველა გაერთიანდა ერთი იდეის გარშემო - ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. "არა რუსეთს", "წინ ევროპისკენ, იქ სადაც ჩვენი ოჯახია".

თბილისი დღეს მთელ მსოფლიოს გააგონებს, რომ ევროპულ არჩევანს ამ ქვეყანაში ალტერნატივა არა აქვს. 

პროტესტის ხმა ისმის ყველგან - ბათუმი, გორი, ქუთაისი.