ახალი სპეცოპერაცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ - ვის ჩხრეკენ და რატომ?

08.03.23 20:27
ახალი სპეცოპერაცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ - ვის ჩხრეკენ და რატომ?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ 10 პირი დააკავა.

გუშინდელი დარბევის შემდეგ გომელაურის თანამშრომლებმა დღეს ახალი ბრძანება მიიღეს. პოლიციელები   აქციის მონაწილეებს მასობრივად ჩხრეკენ. რუსთაველის გამზირზე პროტესტის პარალელურად სამართალდამცველებმა გაამაგრეს თავისუფლების მეტროს გამოსასვლელი, სადაც ისინი მოქალაქეებს აჩერებენ, ჩანთებს უხსნიან და ნივთებს უმოწმებენ. 

პარალელურად, პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დაკავებებიც დაიწყეს. მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველების მოთხოვნას, ეჩვენებინა მათთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაემორჩილა, თუმცა მოულოდნელად მაინც დააკავეს. ის რამდენიმე სამართალდამცველმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა. 

ახალი სპეცოპერაცია მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ვის ჩხრეკენ და რატომ?  - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.