ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი თავზე ენგრევა - ლევან ხაბეიშვილი
ივანიშვილს ხალხის დაყოფა-გახლეჩა არ გამოუვიდა - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოლიგარქმა დააპირიპირა მეგობრები, მეზობლები და ცდილობს ყველა გადაკიდოს ერთმანეთს.
მას არ უშენებია ერთობა, არ უშენებია ქართველი ხალხის კეთილდღეობა. თქვენი აქ მოსვლით ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი თავზე ენგრევა. არაფერმა შეგაშინოთ, ხელები არ ჩამოუშვათ. მათ თქვენი დაბულინგება არ უნდა მოახერხონ - აი ამასთან დგახარ, იმასთან ხარ. თქვენ დგახართ, საკუთარ ევროპულ არჩევანთან"- აცხადებს ხაბეიშვილი.