"ძირს მოღალატე მთავრობა"- ემიგრანტების აქცია ბერლინში

08.03.23 20:23
"ძირს მოღალატე მთავრობა"- ემიგრანტების აქცია ბერლინში

"ძირს მოღალატე მთავრობა", "აგენტი მამაშენია", "არა აგენტების კანონს" - ქართველი ემიგრანტები "ქართული ოცნების" პრორუსულ ქმედებებს აპროტესტებენ. 

"რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ბერლინში, საქართველოს საელჩოსთან გაიმართა. 

შეკრებილები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია და მოქალაეების ისტორიულ არჩევანს ეწინააღმდეგება.