ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია - აშშ-ის საელჩო

08.03.23 20:29
ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია - აშშ-ის საელჩო

შვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ამის შესახებ შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში წერია. 

ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია: 

"მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში. ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.