მტკიცებულებები პოლიციელების წინააღმდეგ - გაშიფრულია კადრები, სადაც სპეცრაზმი წყლის ჭავლთან ე.წ წიწაკის სპრეის აზავებს

08.03.23 20:36
მტკიცებულებები პოლიციელების წინააღმდეგ - გაშიფრულია კადრები, სადაც სპეცრაზმი წყლის ჭავლთან ე.წ წიწაკის სპრეის აზავებს

აღმოჩენილია მტკიცებულებები სამართალდამცველების წინააღმდეგ. "პირველების მიერ" გადაღებული კადრების გაშიფვრის შედეგად ჩანს, რომ სპეცრაზმი  წყლის ჭავლთან აზავებს ე.წ წიწაკის სპრეის და შემდეგ ძლიერი ნაკადით მონაწილეებს ასხამს.

ადამიანებს უჭირდათ სუნთქვა, ჰქონდათ ძლიერი წვა და აუციელებელი გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია. ერთ ახალგაზრდას კი, რომელსაც  რეზინის ტყვია ისროლეს, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. შს სამინისტრომ მოქალაქეების  წინააღმდეგ  გამოიყენა  არაპროპორციული ძალა - ასეთია ქვეყნის სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის  შეფასება.

დეტალები ვრცლად, იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.