ხელკეტი, სათვალე, აირწინაღი - შსს ამტკიცებს რომ ქციაზე კანონსაწინააღმდეგო ნივთები მიჰქონდათ (ფოტოები)

08.03.23 20:43
ხელკეტი, სათვალე, აირწინაღი - შსს ამტკიცებს რომ ქციაზე კანონსაწინააღმდეგო ნივთები მიჰქონდათ (ფოტოები)

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  "საპროტესტო აქციის უსაფრთხოდ ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით"პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით კიდევ 10 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულებს პარლამენტთან აქციაზე კანონსაწინააღმდეგო ნივთები მიჰქონდათ. 

ისინი მიდიოდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე და თან მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა, საღებავები და კანონით აკრძალული სხვადასხვა ნივთი, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო"- წერს შსს. 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, ჯამში 76 პირია დაკავებული. ასევე, ერთს პირს სისხლის სამართლის დანაშაულსაც ედავებიან - პოლიციელებზე თავდასხმას.