რუსული კანონის გაწვევა და დაკავებულების გათავისუფლება - ოპოზიცია ხელისუფლებას ერთი საათს აძლევს
რუსული კანონის გაწვევა და დაკავებულების გათავისუფლება - ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და ერთი საათს აძლევს.
ოპოზიციის გეგმა აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააჟღერა.
1. დაუყოვნებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან;
2. ყველა დაპატიმრებული რომელიც უკანონოდ დააკავეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული;ზუსტად 1 საათი ველოდებით ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გააკეთონ განცხადება, რომ გაიხმეს კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლეს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე, თუ რა ნაბიჯი იქნება ეს, 1 საათში" - აღნიშნა ვაშაძემ.