უმძიმესი განცხადებების კასკადი და დაანონსებული სანქციები - "ოცნება" ევროპარლამენტარებმა კუთხეში მიაყენა
ასეთი ზეწოლის ქვეშ "ქართული ოცნება" ჯერ არ ყოფილა. უმძიმესი განცხადებების კასკადი და ღიად დაანონსებული სანქციები. ოლიგარქის მთავრობა კუთხეშია მიყენებული. შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ევროპარლამენტი - დასავლეთი შოკირებულია იმით, რასაც გუშინ მმართველმა გუნდმა ჯერ პარლამენტში მოაწერა ხელი, შემდეგ კი მშვიდობიან მომიტინგეებს თბილისის ქუჩებში გაუსწორდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად მიანიშნა, რომ შტატებს აქვს ბერკეტი, აამოქმედოს სანქციები ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კი აფრთხილებს "ქართულ ოცნებას", რომ ამ კანონის მიღებით საქართველო ევროპულ მომავალს უნდა დაემშვიდობოს. უმკაცრესი გზავნილები მოდის ევროპარლამენტიდან. ევროდეპუტატები ქუჩაში მდგარ მოსახლეობას უცხადებენ სოლიდარობას. პარალელურად 7 მარტის მოვლენებს სრულიად დასავლური მედია მედია ეხმაურება.
საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს დასავლეთიდან მოდის.
დეტალები ვრცლად, იხილეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.