ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - პარლამენტი მომიტინგეთა ალყაში მოექცევა
ხელისუფლება რუსთაველზე შეკრებილებს არ ელაპარაკება - რამდენიმე წუთის წინ, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, განლაგდნენ პარლამენტის გარშემო.
შემდეგი ნაბიჯია, ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქცით ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიაციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს საზიზღრად გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან გადავინაცვლოთ და დავიძრათ და უკანა შესასვლელთან, გვერდითა შესასვლელებთან დავლაგდეთ პარლამენტის გარშემო. მეორე საკითხი, ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას. ჩვენ მოგვიწევს ყველას ერთად, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ისინი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ"- თქვა ვაშაძემ.