"მომავალი თაობა არ დათმობს თავისუფლებას" - აქცია ევროპარლამენტთან
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან.
ქართველი ემიგრანტები საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
მანიფესტაციას "მთავარი არხის" დირექტორის, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამიას ცოლი სოფო ლილუაშვილიც შეუერთდა.
"რუსული კანონის მიღება არის ის გეგმა, რომლის განხორციელებაც ოლიგარქმა 10 წლის დაიწყო და ეს აუცილებლად დამთავრდება. კანონზომიერებაა, რომ საქართველო მომავლის, მომავალი თაობის ქვეყანაა და მომავალი თაობა არავითარ შემთხვევაში არ დათმობს არც თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას და არც იმ დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანას, რომელშიც ისინი გაიზარდნენ", - ამბობს სოფო ლილუაშვილი.
აქციაზე იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეებიც.