NATO შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც თბილისში პირველი მოსმენით მიიღეს - კოლომინა რუსულ კანონზე

08.03.23 22:46
NATO შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც თბილისში პირველი მოსმენით მიიღეს - კოლომინა რუსულ კანონზე

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინა Twitter-ზე "ქართული ოცნების" რუსულ კანონს ეხმაურება. 

მისი თქმით, NATO შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც თბილისში პირველი მოსმენით მიიღეს.

საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ასპირანტისთვის, საკვანძოა ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ეს კანონპროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიზანს არ ეხმარება.