ევროკავშირის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება - ზურაბიშვილი რუსულ კანონზე

09.03.23 00:16
ევროკავშირის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება - ზურაბიშვილი რუსულ კანონზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კანონი ევროკავშირის ყველა პრინციპს ეწინააღმდეგება.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართველი ხალხის არცევანი არის ევროპა.

ყველა დროს, საქართველოს ისტორიაში, რამდენჯერაც ქართველი ხალხი ქუჩაში გასულა, მათი არჩევანი და პასუხი ყოფილა: ჩვენ გვინდა ევროპა. ის კანონი, რომელიც იყო წარდგენილი და რომელზეც ვთქვი, რომ ვეტოს დავადებდი არის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს, რომელზეც ევროკავშირი დგას", - ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ კანონი "ოცნებამ" მიიღო მაშინ როდესაც ქვეყანა სტატუსის მიღებას ველოდებით.

და ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ველოდებით. რამდენიმე თვის წინ უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი მიიღეს, მაგრამ საქართველომ არა. საქართველოს მოსახლეობამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. იციან, რომ მათი შვილების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ მომავალ კვირებსა და თვეებში. ისინი ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ის, რაც მათ სურთ, არის ევროპა", - აცხადებს პრეზიდენტი.