რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე - პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგრც შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო ეთერში განაცხადა, ნებისმიერი აზრი უნდა გამოითქვას კანონის ფარგლებში.
მან მოვლენების გამწვავებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.
მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია, განცხადებებით და გეგმებით ცდილობს, ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავთ პირდაპირ ეთერში.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE”.