მომავალზე იფიქრეთ, დაყარეთ ეს გაუგებარი ნივთები, გადმოდით ხალხის მხარეს - სოფო ჯაფარიძის მიმართვა სპეცრაზმელებს
"ნუ შეარცხვენთ თქვენს ოჯახებს" - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა, სოფო ჯაფარიძემ სპეცდანიშნულების რაზმს.
ენმ-ს წევრმა ნიღბიანებს უთხრა, დადგნენ სიმართლის მხარეს:
"დაყარეთ ეს გაუგებარი ნივთები, იფიქრებთ მომავალზე. თქვენ ისტორიაში შეხვალთ, თუ ამ ნივთებს დააგდებთ და ხალხის მხარეს გადმოხვალთ. დარწმუნებული ვარ, თქვენც არ გინდათ იმის გაკეთება რასაც გაიძულებენ. ყველა გვერდში დაგიდგებით, თქვენთან ერთად დავდგებით"- მიმართა სპეცრაზმს სოფო ჯაფარიძემ.