"დედა, მიშველე!"- პოლიციამ ახალგაზრდა კაცი ძირს დააგდო და ძალის გამოყენებით დააკავა (ვიდეო)

09.03.23 00:58
"დედა, მიშველე!"- პოლიციამ ახალგაზრდა კაცი ძირს დააგდო და ძალის გამოყენებით დააკავა (ვიდეო)

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებს - კადრებში რომელიც "პირველებმა" გადაიღო, ახალგაზრდა კაცი დახმარებას ითხოვს. 

მომიტინგეთა ნაწილმა იუსტიციის სახლთან საავტომობილო გზა რამდენიმე წუთის წინ გადაკეტა.

აქციამ "ქართული ოცნების" ოფოსთან მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც  რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს.