სამიზნეები გავასწოროთ - ვაშაძე ნინო ლომჯარიას პასუხობს

09.03.23 01:24
სამიზნეები გავასწოროთ - ვაშაძე  ნინო ლომჯარიას პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ყოფილ სახალხო დამცველს პასუხობს.

საუბარია ნინო ლომჯარიას ფბ სტატუსზე, სადაც მან გამოთქვა აზრი, რომ გიორგი ვაშაძე "რეჟიმის მოკავშირეა".

გიორგი ვაშაძე კრიტიკოსებს სამიზნეების გასწორებას ურჩევს და ამბობს, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთად ყოფნის დროა.

 "მინდა გამოვეხმაურო ყველას, ოპოზიციისკენ ისრების გადატანა უსამართლოა. ჩენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, უნდა ვიდგეთ ყველა ერთად...

ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. ჩვენ გვაქვს პარლამენტის გარშემო სიარულის უფლება, მათ არ აქვთ იმის უფლება, რომ დაგვშალონ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლებით. ნუ აყვებით ქოცურ პროპაგანდას, სამიზნეები გავასწოროთ იქით", - ამბობს ვაშაძე 


ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა, კანონიერია"- დაწერა ცოტა ხნის წინ ნინო ლომჯარიამ.