მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას - ნედ პრაისი
"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებებს"- ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა რუსულ კანონზე საუბრისას განაცხადა.
მან ყველა მხარეს მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აირიდონ ესკალაციური ან ძალადობრივი აქტები.
"პატივი ეცით კანონის უზენაესობასა და საქართველოს დემოკრატიულ ფასეულობებს"- თქვა მან.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების თავისუფლებას. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხთან და იმ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, რაც მათ აქვთ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ყველა ქვეყნების მთავრობები, გაითვალისწინებენ საკუთარი ხალხის მისწრაფებებს და სურვილებს. ამერიკა ყოველთვის მხარს უჭერს ხალხის მოთხოვნასა და გადაწყვეტილებებს, გამოხატონ თავიანთი უნივერსალური უფლებები. ხალხის უნივერსალური უფლებაა პროტესტის მშვიდობიანი ჩატარება და აზრის თავისუფლად გამოხატვა. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ასეთი ხალხის გვერდით”, - თქვა პრაისმა.